არჩევნები 2016

დანელია: თავს არ დავზოგავ, რომ თქვენი სასახელო დეპუტატი ვიყო

მომდევნო 4 წლის მანძილზე ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება, მაქსიმალურად ხელი შევუწყო მოსახლეობის დასაქმებას. ვიცი, რომ თქვენს სოფელში ოდითგანვე ჩაის კულტურა იყო განვითარებული, დღეს კი განადგურებულია. სამეგრელოს ამ კუთხით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც გპირდებით, რომ აუცილებლად გამოვიყენებთ. საქართველო ჩაის იმპორტზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. გარდა ამისა, გავაუმჯობესებთ და გავაფართოვებთ მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებს და პირადად ვიზრუნებ სოფლის მეურნეობის ყველა ტრადიციული დარგის ასაღორძინებლად. გულწრფელად გპირდებით, თავს არ დავზოგავ, რომ თქვენი სასახელო დეპუტატი ვიყო საქართველოს პარლამენტში.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა.

კომენტარები