არჩევნები 2016

ბერძენიშვილი: ნიცშედან გაიდაიმდე შორი და დაღმავალი გზაა

ბევრი მილიარდის მქონე ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის ურთიერთობების დადგენისას Кавказская пленница​ არ უნდა სჭირდებოდეს. საერთოდ, ხელოვნებასთან, კინოსთან, ლიტერატურასთან პრეტენზიის მქონე კაცია ბიძინა ივანიშვილი. ნიცშედან გაიდაიმდე ნამეტანი შორი გზაა და დაღმავალი, პოლიტიკური გემოვნების არ იყოს. 2012-დან 2016-მდე დაღმავალია მისი პოლიტიკური შესაძლებლობები და ძალიან დაშორებულია პოლიტიკურ მოთხოვნილებებს, მისი შესაძლებლობები და მოთხოვნილებები აცდა ერთმანეთს. 2011-12-ში თანხვედრაში იყო, 2016 წელს აცდა ერთმანეთს. საერთოდ, ნიცშედან გაიდაიმდე არ არის მაინცდამაინც აღმატებული სვლა და ნაბიჯები როგორც ხელოვნების, ისე სხვა თვალსაზრისით

რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ რესპუბლიკური პარტიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილის განცხადება შეაფასა და თქვა, რომ რესპუბლიკელების მოთხოვნილებებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის დიდი სხვაობაა.

კომენტარები