არჩევნები 2016

ბერძენიშვილი: ივანიშვილი რესპუბლიკელებთან დავას ვერ მოიგებს, მან ის უკვე წააგო

დღეს ივანიშვილი ძალიან ფერმკრთალი იყო რესპუბლიკელებთან მიმართებაში, მისივე ჟურნალისტები ძალიან ცდილობდნენ, რომ პარტიაზე არ ელაპარაკა, მიაქციეთ ამას ყურადღება. ის ამ დავას რესპუბლიკელებთან ვერ მოიგებს, მან ის უკვე წააგო

რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ რესპუბლიკური პარტიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილის განცხადება შეაფასა. ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ ივანიშვილს შეახსენებს - "დააბრუნოს ის ხელისუფლება, რომელიც მასზე წინ იყო და ჩვენ მის გარეშე შევებრძოლებით”.

კომენტარები