არჩევნები 2016

ნათელაშვილი: კოლონიურმა ინტელიგენციამ დაღუპა საქართველო

აი ის კატეგორია, ეს კავსაძეები, ბერიკაშვილები, დოლიძეები, შენგელაიები, აი ამათ დაღუპეს საქართველო, ამათ გაყიდეს საქართველო. ამათ მოიყვანეს მხედრიონიც, გვარდიაც, შევარდნაძეც, მიშას გვერდზე იყვნენ, ივანიშვილის გვერდზეც ესენი დადგნენ. ამათ შეჭამეს საქართველო. ჯავაჰარლალ ნერუ ამბობდა, რომ "არაფერი იმაზე საშიში არ არის ქვეყნისთვის, ვიდრე კოლონიური ინტელიგენცია".  ესენი არიან კლასიკური კოლონიური ინტელიგენცია.

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი კოლონიურ ინტელიგენციაზე, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები