უსუფაშვილი: მე არ გავნაწყენებულვარ ბატონ ბიძინაზე, ხუთი წლის შრომას ვუფრთხილდები

ძალიან ბევრ საკითხში ჩვენ ვიყავით ახლო თანამოაზრეები და პარტნიორები, და სწორედ ამ გადმოსახედიდან არის უცნაური და გაუგებარი ბატონი ბიძინას გადაწყვეტილება, გადაუსვას ხაზი იმ ყველაფერს, რაც დღემდე იყო, ჩვენს თანამშრომლობაში თუ პარტნიორობაში. ცხადია, მას ამის უფლება აქვს და ამ უფლებას ვერც ვერავინ წაართმევს. პოლიტიკაშია და შესაძლოა, ასე თვლის, რომ დღეს სწორედ უსუფაშვილი უნდა გამოაცხადოს უსაქმურად, მატყუარად, ყველაფრად... მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ არ გავბრაზებულვარ, არ გავნაწყენებულვარ, არ ჩამიდია გულში ის, რომ მე მას სამაგიერო უნდა გადავუხადო. და ეს ბევრი მიზეზის გამო. მე ვუფრთხილდები სწორედ ამ ხუთი წლის განმავლობაში ერთად შრომას, ერთად ბრძოლას, საბედისწერო ბეწვის ხიდზე სიარულის მომენტებს, რომელიც არცთუ ცოტა იყო.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში.“
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები