არჩევნები 2016

ივანიშვილი: დაპირისპირება ენმ-ის დანატოვარია, მათი აგრესიული გამოვლინებებია

მე ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია, მათი აგრესიული გამოვლინებებია ძირითადად დაპირისპირება, ერთი პარტია, ერთი გუნდი ატარებს აქციას, მიდიან სხვები და ცდილობენ არევას. მახსოვს, როცა პოლიტიკაში მოვედით, პრინციპში საშუალება არ გვქონდა, გავსულიყავით და მოსახლეობას შევხვედროდით, იქ ჰყავდათ ე.წ. ზონდერები, რომლებიც ძალიან აქტიურობდნენ და ხშირად მუშტი-კრივში გადადიოდა. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმის შესახებ. ივანიშვილი დღეს კონფერენციას - "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" - დაესწრო.

კომენტარები