ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებზე

ივანიშვილი: ტაბულასა და რ2-ის ჟურნალისტებს გითანაგრძნობთ, რომ ენმ-ის ტყვეობაში ხართ

ამ ფილმს [ჰეროკრატიას] ამ მხრივ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს, თუ როგორი შეიძლება იყოს საკუთარი ხელისუფლება, თუ მას სწორად არ აირჩევთ. მე არ მივადევნებ თვალს რეიტინგებს... ხედავთ, რეიტინგი ვის არ აწყობს? რუსთავი 2-ს არ აწყობს და ტაბულას. ორივე თქვენგანი წარმოადგენთ ნაციონალურ მოძრაობას... მე გეტყვით, რადგანაც გინდათ, რომ ფილმს შევეხო, პირველ ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, ცუდად გახდა. მე რომ ვუყვებოდი, ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი. აი, ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფილმმა. რუსთავი 2-სა და ტაბულაზე, რა თქმა უნდა, ეს შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს იმიტომ, რომ თქვენ ვისაც უთანაგრძნობთ, მათი გაკეთებული და შესრულებული იყო. დღესაც ხელეწიფებათ, ისე იქცევიან. მე გითანაგრძნობთ თქვენ, ჟურნალისტებს, თქვენს კოლეგებს, რომ თქვენ დღეს ამ პარტიის ტყვეობაში ხართ და თქვენ არ გაქვთ საშუალება, სხვა მიმართულებით შეაფასოთ გინდათ ფილმი და გინდათ, დღევანდელი ყოფა, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის თქვენი ასეთი პოზიციაც, ასეთი ჟურნალისტობაც და ასეთი ტელევიზიაც, ჩემი აზრით, კარგია. 

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტაბულასა და რ2-ზე. ივანიშვილი დღეს კონფერენციას - "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" - დაესწრო.

კომენტარები