ე.წ კაბელების საქმე

ნანუაშვილი ივანიშვილს: თუ ვინმეს არ მოსწონს ჩვენი პოზიცია, ეს მისი პრობლემაა

ეს მისი აზრია, რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს სახალხო დამცველიც გააკრიტიკოს, მაგრამ რეალურად, ჩვენ არ ვეთანხმებით ნამდვილად. სახალხო დამცველს აქვს სრული უფლებამოსილება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს სასამართლო მეგობრის პოზიციის მომზადება და წარდგენა. მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესახებ გაამახვილოს ყურადღება. ჩვენ სწორედ ამ საქმიანობას ვახორციელებთ კანონის შესაბამისად. თუ ვინმეს არ მოსწონს ჩვენი პოზიცია, მე ვფიქრობ, ეს მისი პრობლემაა და არა სახალხო დამცველის. არაერთი იურისტი გაეცნო გაეცნო ამ დასკვნას და მათი მხრიდან, შეფასებები პირიქით, დადებითია.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ე.წ კაბელების საქმეზე ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას უპასუხა.

კომენტარები