არჩევნები 2016

გიგაური: მნიშვნელოვანია, სამშვიდობო მემორანდუმი შესრულდეს

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმული არის იმისკენ, რომ მშვიდობიანად ჩატარდეს არჩევნები, არის მისასალმებელი. ცხადია, მშვიდობის მემორანდუმიც არის მისასალმებელი, მაგრამ ასევე ცხადია, რომ ყველაფერი, რაც იქნება ჩაწერილი ამ მემორანდუმში, უნდა შეასრულონ პარტიებმა. ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და ყველა საუბრობს იმაზე, რომ სხვა ოპონენტი პარტიები რაღაც პროვოკაციებს უწყობენ მაშინ, როდესაც ამ პარტიების წარმომადგენლები ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, იყოს ასეთი მემორანდუმი, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს მემორანდუმი შესრულდეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ დღეს წარადგინა.

კომენტარები