არჩევნები 2016

რატიანი: კორცხელის ინციდენტი ჩვენი პრობლემა რომ ყოფილიყო, "ოცნება" გამოიძიებდა

ივანიშვილის უმსგავსო ტყუილებს უკვე აღარ აქვს საზღვარი. მას ალბათ არ ახსოვს, რომ დღეს ჩვენ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში სწორედ იმის გამო ვიმყოფებით, რომ მოვითხოვდით კორცხელის ინციდენტის გამოძიებას. ქართულმა ოცნებამ უარი თქვა გამოძიებაზე და ჩვენი პრობლემა რომ ყოფილიყო, რა საკვირველია, ამას არ გააკეთებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებაზე, რომ კორცხელიში პროვოკაცია ენმ-მ მოაწყო.

კომენტარები