ბიუროკრატიის შემცირება

ბოკერია: ბიუროკრატიის შემცირება გარდაუვალია

ბუროკრატიის შემცირება გარდაუვალია. ეს იქნება გარდაუვალი პროცესი მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლითაც გაიზარდა ბიუროკრატია, მოყვანილია ამ ხელისუფლების მიერ. ძალიან დიდია ნათესავებისა და მეგობრების რაოდენობა, ისინიც ჩვენი ამომრჩევლები არიან. ისინი, ერთი მხრივ, მსხვერპლიც არიან და, მეორე მხრივ, იხეირეს კიდეც ამით. გარდაუვალია, რომ არა მარტო ამ ადამიანებთან მიმართებით, არამედ სხვებთან მიმართებითაც, შემცირება მოხდეს. მაგრამ, ჩვენთვის საკვანძოა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას და სამუშაო ადგილების წყარო არ უნდა იყოს ხელისუფლება და სახელმწიფო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია fb live - ში გაზრდილ ბიუროკრატიაზე.

კომენტარები