სასამართლო სისტემის რეფორმა

ბოკერია: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი სწრაფად უნდა გაფართოვდეს

პირველ რიგში, უნდა მოხდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სწრაფი გაფართოება, არა იმ ტემპით რაც ჩვენ გავაკეთეთ 2010 წლის შემდეგ 2 წელიწადში და არა მითუმეტეს ისე, როგორც ეს ხელისუფლება აკეთებს, რომელმაც დააკონსერვა და რიგ შემთხვევებში მთლიანად გააუქმა და საჯარო კამპანია აწარმოა ნაფიც მსაჯულთა წინააღმდეგ. ასევე, არასტანდარტული ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ჩვენ ვთვლით, რომ უნდა მოხდეს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს დონეზე იმ ქვეყნების მოსამართლეების მოწვევა და კორპორირება, რომლებსაც ძალიან ღრმა ტრადიცია აქვთ. ეს უნდა გავაკეთოთ, როგორც დროებითი ზომა იმისთვის, რომ იყოს მოსამართლეების კლასი, რომლებზეც არსებობს შეთანხმება, რომ არ ექვემდებარებიან პოლიტიკურ გავლენას, ნაკლებად სარისკოები არიან კლანური გავლენებისგან. კერძო ბიზნესთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული რეცეპტი გვაქვს - ბიზნესდავების მნიშვნელოვანი ნაწილის შემთხვევაში, კერძო ბიზნესს მივცეთ შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟების ყველაზე ავტორიტეტულ ჯგუფს მიმართონ ავტომატურად და იქ მიღებული გადაწყვეტილება იყოს საბოლოო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია fb live-ში სასამართლო სისტემის რეფორმაზე.

კომენტარები