გაეროს გენერალური ასამბლეა

პრემიერი: წერტილი დავუსვით თანამდებობის პირთა დაუსჯელობას

ჩვენ განვახორციელეთ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, მართლმსაჯულების ეთიკისა და ადვოკატთა პასუხისმგებლობათა ძირეული რეფორმა. ჩვენ გავაფართოვეთ ბრალდებულთა უფლებები და წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას.
დღეს ყველა საქართველოს მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და ყველას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს მართლმსაჯულების სისტემით, რომელიც ინტენსიური რეფორმების შედეგად გამოირჩევა დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხით. ჩვენ ვაგრძელებთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, რათა ვუპასუხოთ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. (ოფიციალური თარგმანი).

კომენტარები