შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: თუ ენმ პროვოკაციას მოახერხებს, რაც არ მომხდარა, შეიძლება, ეს მიიღონ

ნიურნბერგის პროცესი არ უნდა გამართულიყო, მაშინაც ვამბობდი და დღესაც აქ ვარ, თუმცა, ის ხმები, რაც მოდის, რომ ფიქრობენ ისევ რევოლუციის მოხდენას, და რესურსი არ აქვთ, მე მოსახლეობას აქვე ვაწყნარებ, მაგრამ მათვე მივანიშნებ და მოსახლეობასაც შევახსენებ - თუ ისინი მართლაც გაბედავენ ახლა და რამე სერიოზულ პროვოკაციას მოახერხებენ, აი, რაც არ მომხდარა, შეიძლება, ეს მიიღონ. შეიძლება, მოსახლეობას ჩვენ წინ ვეღარ დავუდგეთ და მოგვიწიოს მთლიანად ამ პარტიაზე საუბარი, რაც იქნება ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე. ცუდი იქნება ქვეყნის იმიჯისთვის და ძალიან მძიმე იქნება მათთვის. მე არ ვარ ამის მომხრე, ესენი ჩვენი თანამოქალაქეები არიან... ახლა ის, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო ვიღაცა და ამის გამო დავსაჯოთ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით წასვლა არცერთნაირად არ აწყობს საზოგადოებას, ქვეყანას და მის განვითარებას. ასე არ შეიძლება, რომ კაცი დადგა იქ და ამისთვის ის უნდა გავრიყოთ.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ეთერში, გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან". ის ამჯერად კახეთს სტუმრობს.

კომენტარები