ტერიტორიული მთლიანობა

ბოკერია: იმისთვის, რომ საქართველო იყოს დაცული, უნდა გავაღწიოთ პოსტსაბჭოთა ჭაობიდან

მთავარი სტრატეგიული მიმართულება იმისთვის, რომ საქართველო იყოს მთლიანი, თავისუფალი და დაცული, არის არაოკუპირებული საქართველოს სწრაფი გაღწევა ამ ჭაობიდან, რასაც პოსტსაბჭოთა და რუსული იმპერიის ჭაობი ქვია. ეს არის სწრაფი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში, NATO-ში და ევროკავშირში. ჩვენი ქვეყნის არაოკუპირებული ნაწილის სწრაფი განვითარება და გამორიცხვა რეალისტური შანსებისა რუსეთის მხრიდან, რომ ჩვენ შეგვაბრუნოს ამ გავლენის სფეროში. უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, სტრატეგიული ამოცანა არ არის არც ცხინვალი, არც აფხაზეთი. ეს არის ინსტრუმენტები იმისთვის, რომ არ დაუშვას საქართველოს გასვლა ამ სივრციდან და საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია fb live-ში.

კომენტარები