სეკულარიზმი

ბოკერია: ჩვენი ამოცანაა, საქართველო იყოს მყარად სეკულარული სახელმწიფო

ჩვენი, როგორც დემოკრატიული პოლიტიკური ძალის ამოცანაა, რომ საქართველო იყოს მყარად სეკულარული სახელმწიფო. ეს არ ნიშნავს არცერთი კონფესიის და, მით უმეტეს, ყველაზე დიდი, მართლმადიდებლური ეკლესიის რომელიმე უფლების შელახვას, როგორც ეს შავრაზმელებს სურთ ხოლმე წარმოადგინონ. მათ ყველა ვარიანტში დარჩებათ უფლება, ჰქონდეთ შეხედულებები იმ თემებზე, რომლებიც პოლიტიკურ თემებს ესაზღვრება ხოლმე. ჩემი პოზიციაა, რომ რელიგიური ორგანიზაციები არ უნდა ფინანსდებოდნენ გადასახადის გადამხდელების ფულით - არა მარტო მართლმადიდებლური ეკლესია, არამედ სხვებიც. ვთვლი, რომ საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის გამო ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის სახელმწიფოსგან კომპენსაცია, ეს სხვა საკითხია. მაგრამ ასე ბიუჯეტიდან დაფინანსება არასწორია. მაგრამ ვიცი, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი სხვანაირად ფიქრობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია fb live-ში ეკლესიის გავლენაზე პოლიტიკურ პროცესებში.

კომენტარები