შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ენმ-ში ბევრი კრიმინალი იყო, გაიხსენეთ ბოკერიას სამსახური, 40 მლნ წავიდა

ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან. მე პირდაპირ ამ ადამიანებზე არ მინდა ვთქვა, ხოშტარიასა და მელიაზე, მაგრამ ის, რომ კრიმინალური პარტიის წევრებიდან ძალიან ბევრი კრიმინალი იყო და სიტუაციაც არ მინდა დავხატო მთლიანად და მკვეთრი ხაზები გავავლო, მაგრამ პოლიტიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან საქართველოს მოსახლეობას. აი, ეს არის ის აგრესია, რაც აუტანელი და მიუღებელია საზოგადოებისთვის და ჩნდება ისევ განცდა, რომ ვერ დაისაჯნენ, მათ პასუხი ვერ აგეს. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი იყო მაშინდელი ეკონომიკა, როგორ იმართებოდა ბიუჯეტი ერთი ჯიბიდან, როგორი დამოკიდებულება იყო გინდაც ფინანსთა სამინისტროს, გინდაც გაიხსენეთ ბოკერიას სამსახური, 40 მილიონი, 20 მილიონი, ნაღდი იქიდან გამოტანილი მილიონებით და დარიგებული და ანგარიშები არ ჩანს, სად წავიდა, გაურკვეველ ლობისტებზე... როგორი დამოკიდებულება იყო ფინანსებთან, როგორი დამოკიდებულება იყო ბიზნესთან, როგორ ანაწილებდა ეს ერთი ჯგუფი მთლიანად.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კახეთში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები