დაპირისპირება რესპუბლიკელებს და ბიძინა ივანიშვილს შორის

ბერძენიშვილი ტაბულას: უსუფაშვილის წერილიდან აზრი ვერ გამოიტანეთ, არ არის ეს იოლი

აქცენტი, რომელსაც ახლა თქვენ სვამთ, ამ წერილიდან არ გამომდინარეობს და თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ვერ წაიკითხა ეს წერილი. ვერ წაიკითხა რა, აზრი ვერ გამოიტანა, რისთვის გამოქვეყნდა, ვერ მიხვდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გითხრათ. ეს წერილი გამოვაქვეყნეთ იმიტომ, რომ ქვეყანამ და საზოგადოებამ იცოდეს, ვისთვის იყო მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეები და ვის ეკიდა ფეხზე, რომ დავით უსუფაშვილისა და რესპუბლიკური პარტიისთვის სახელმწიფო იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რესპუბლიკური პარტიის ინტერესები და ბრალდება, რომ რესპუბლიკელები თავის იქით არ იხედებიან, არის ყალბი. წერილიდან კარგად ჩანს, თუ ვინმემ იცის წერილის წაკითხვა, კიდევ ერთხელ ვამბობ იმიტომ, რომ ეგ არ არის ასეთი იოლი საქმე. ჯაფარიძე დაბნეულა და ეს ეკონომიკის საკითხი არ არის, რომელშიც გარკვევა შეიძლება. ეს რთული საკითხია. საერთოდ, ჰუმანიტარული საკითხები არის რთული საკითხები, ხოლო მათემატიკური და ეკონომიკის საკითხები არის გაგებადი საკითხები და გაცილებით უფრო იოლი გასაგები.

რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ტაბულას კითხვაზე - "ამ წერილით, უსუფაშვილი მიმართავს და აზრს ეკითხება ბიძინა ივანიშვილს, სწორია არაფორმალურ მმართველთან ასეთი კომუნიკაცია?". ცნობისთვის, დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის და გიორგი კვირიკაშვილისთვის 11 მარტს გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.

კომენტარები