ქართული ოცნება

გოგუაძე: არაა მნიშვნელოვანი, NGO-ებზე ივანიშვილის განცხადებას ვეთანხმები თუ არა

მე ვიყავი ცესკოს წევრი 6 წლის მანძილზე და ვთანამშრომლობდი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც არჩევნებში ჩართული იყვნენ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მე ძალიან კარგი თანამშრომლობა მქონდა მათთან. ესაა ჩემი გამოცდილება და ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ. იგივე შემიძლია გითხრათ ეკა გიგაურთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვქონდა ურთიერთობა საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით და მათი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ხომ ჩემს აზრს მეკითხებით? ეს არაა მნიშვნელოვანი [ვეთანხმები თუ არა ბიძინა ივანიშვილს], მნიშვნელოვანია ჩემი აზრი და გამოცდილება მათთან ურთიერთობაში. ჩემს გამოცდილებაზე მოგახსენეთ, რომ ეს იყო პარტნიორული ურთიერთობა და მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო არჩევნების პროცესში.

ქართული ოცნების წევრი ნინო გოგუაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ "არასამთავრობო სექტორმა სამოქალაქო საზოგადოება გარყვნა".

კომენტარები