მიხეილ სააკაშვილის ჩართვა

სააკაშვილი: კლინტონმა ნობელზე წარმადგინა, ტრამპი პრეზიდენტობის მერეც მირეკავდა

ორივეს ძალიან კარგად ვიცნობ. ჰილარი რამდენჯერმე იყო საქართველოში, სწორედ მან წარმადგინა ნობელის პრემიაზე. ჰილარის ქმარსაც ძალიან კარგად ვიცნობ. მიმაჩნია, რომ ჰილარი ძალიან კარგი იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის. ტრამპსაც ძალიან კარგად ვიცნობ, ბათუმში ვიყავით 24-ე სართულზე, დისკოთეკაზე, დილამდე იქ ვლაპარაკობდით და შემდეგ დილის 5 საათზე ელექტრო მობილით წამოვედით, ღამე მიდიოდა გზის მშენებლობა და გავიჭედეთ 2 გზისმშენებელ მანქანას შორის, სხვას შეეშინდებოდა, მაგრამ ტრამპი ძალიან მხიარულად იყო. მაშინ მან მითხრა: მიშა დაიმახსოვრე, ეს აღმშენებლობის პერიოდი შეზღუდული დროით არის და მერე როგორც წესი, წყდება ხოლმეო და ამიტომ, მაქსიმალური სიამოვნება მიიღე სანამ არისო. მერე ამერიკაში, რომ ჩავედი დამირეკა, დამპატიჟა და მითხრა, რომ ალბათ შენ ბევრი შენი მეგობარი პრეზიდენტი აღარ გირეკავსო, აი მე კიდევ გირეკავო და ამერიკის პრეზიდენტი რომ გავხდები მაშინაც დაგირეკავ და მოგიყვან ჩემთან საჭმელადო. ასე რომ ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ტრამპი უფრო არაპროგნოზირებადია ნამდვილად, ახლა მისი შანსები საკმაოდ გაზრდილია. ერთი რამ მინდა ვთქვა: ამათგან რომელი იცნობს ჰილარის ან ტრამპს? ესენი თუ დარჩნენ, ვინ დაელაპარაკება ამ რთულ პერიოდში საქართველოზე მსოფლიო ლიდერებს? პუტინი ისედაც არ ელაპარაკება ამათ, პუტინისთვის ესენი მონები არიან, როგორც ივანიშვილი არ ელაპარაკება თავის მონებს, ისე პუტინი არ ელაპარაკება ივანიშვილს. დაახლოებით, პუტინის მოპყრობა ივანიშვილის მიმართ არის ისეთი, როგორც აი ივანიშვილი ეპყრობა ჯაჭვლიანს. აი ასეთი დონის ურთიერთობები აქვთ და თანასწორი ურთიერთობა, რაც ჩვენ გვქონდა მსოფლიო ლიდერებთან, პატარა ქვეყნისთვის არის უნიკალური.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ჩართვაში.

კომენტარები