ივანიშვილის ბიზნესფორუმი

გოცირიძე: ზის ფეოდალი და თავის ვასალებს იბარებს

ეს ფორუმი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც არაფორმალური მმართველობის ერთ-ერთი სახე. ეს არის ზეწოლა საზოგადოებაზე, ბიზნესზე, ბიზნესის დამცირება, ბიზნესმენების დატუქსვა და მოწოდება იქითკენ, რომ მათ რეალურად შეასრულონ ქართული ოცნების ბიზნესკოორდინატორის როლი და საარჩევნოდ მიუტანონ მმართველ გუნდს ხმები. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პირდაპირი ეთერით ბიზნესი ზეწოლით ჩაერთოთ საარჩევნო პროცესში. ჩვენ ვნახეთ ფეოდალური მმართველობის ფორმა, თითქოსდა ვართ შუასაუკუნეებში, ზის სენიორი, ფეოდალი და თავის ვასალებს იბარებს და პირდაპირ აძლევს დავალებებს

რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებით გამართული ბიზნეს ფორუმის შესახებ

კომენტარები