შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ღარიბაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივესალმებოდი

რატომაც არა, პრინციპში, ჩემი პოზიცია ეს არის, თუმცა, შორს არის ჯერ არჩევნები, ამ თემაზე მე ჯერ მსჯელობა არ მქონია, მათ რიცხვში არც ირაკლისთან არ მქონია ამაზე საუბარი, მე ვფიქრობ, ძალიან ნაადრევია, ირაკლის შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორსაც. ახალგაზრდა კაცია, მე ვფიქრობ, ის ძალიან ღირსეულად მოემსახურა თავის ქვეყანას და ღირსეულად წავიდა, გამარჯვებული კაცი წავიდა და არა დამარცხებული და იძულებით. მე მივესალმებოდი [ღარიბაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას], პირადად დღევანდელი გადმოსახედიდან, თუმცა ორი წელიწადი დიდი დროა, ბევრი დროა ჯერ კიდევ და ჯერ უნდა დაველოდოთ მოვლენებს, შეიძლება, მანამდისაც მოისურვოს ირაკლიმ გამოჩენა. ძალიან ხშირად ვკითხულობთ ჩვენ ერთმანეთს და ძალიან ხშირად ვეხმიანებით, ჩვენს მეუღლეებსაც აქვთ ურთიერთობა ერთმანეთში, ბავშვი მონათლა რამდენიმე დღის წინ და იქ გვქონდა საუბარი და ასე შემდეგ.

ყოფილი პრემიერმინისტრი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე. ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეს "არის ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორია თქვენი პოზიცია".

კომენტარები