არჩევნები 2016

ნათელაშვილი: ნიცშესთან მოპაექრე ივანიშვილის თქმით, ყვარყვარე ჯავახიშვილმა დაწერა

ჩვენ ამ ბატონისაგან [ბიძინა ივანიშვილისგან] გავიგეთ ახალი ლიტერატურული წიაღსვლები და სიახლეები. ნიცშესთან მოპაექრე ივანიშვილმა ბრძანა, რომ ყვარყვარე ჯავახიშვილის დაწერილია და პოლიკარპე კაკაბაძეს, ამ გენიოსს ჩამოართვა საავტორო უფლება. ოღონდ თვითონაც ვერ გაიგო, რომელი ჯავახიშვილი ჰყავდა მხედველობაში - ივანე, ჩვენი ისტორიის მამა, თუ მიხეილი, ჩვენი სიამაყე და კლასიკოსი. საქმე გვაქვს მძიმე შემთხვევასთან, ეს მძიმე შემთხვევა გამოწვეულია პირველ რიგში იმით, რომ მან იცრუა ზომაზე მეტი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს პასუხობს. ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ნათელაშვილი ტიპიური ყვარყვარეა". მისივე თქმით, "არ დაგვავიწყდეს ის, რაც რეალურად ჯავახიშვილმა ჩადო ყვარყვარეში".

კომენტარები