არჩევნები 2016

კანდელაკი: დესტაბილიზაციას ქმნის ის, ვინც არ სჯის მოძალადეებს

დესტაბილიზაციას ქმნის ის, ვინც ლაპარაკობს დესტაბილიზაციაზე და ის, ვინც არ სჯის მოძალადეებს, მაგალითად, კორცხელის ინციდენტის გამო. გახსოვთ, ალბათ, რომ მტკიცებულებები წარმოვადგინეთ, როგორ მოახდინა კახა კალაძემ ამ ყველაფრის ორგანიზება. ჩვენი გზავნილი არის ხალხის, ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ძალიან მარტივი და ადვილად გასაგები - 8 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილება, მეორედ ამ ქვეყნის ისტორიაში, მოხდება ცივილიზებულად და ძალიან წყნარად... გარწმუნებთ, ქართული ოცნება არის უკვე დამარცხებული. იქნებ, ოპოზიციურ ამპლუაში მაინც ნახოს რაღაც ხეირი საქართველომ ქართული ოცნებისგან, იმიტომ, რომ თუ რამის გაკეთება უნდოდათ მათ ამ ოთხი წლის განმავლობაში, რამე მაინც გაეკეთებინათ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ტელეკომპანია იმედის ეთერში, დესტაბილიზაციის შესახებ ბრალდებებზე.

კომენტარები