არჩევნები 2016

უსუფაშვილი: ივანიშვილმა შეგვახსენა, რომ საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს მიაღწია

მე არ მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აქ რაიმე შუაშია. მგონია, რომ ამ კითხვა-პასუხის დანიშნულება სხვა რამე იყო. ჩვენ ბატონმა ბიძინამ შეგვახსენა, რომ, ერთი მხრივ, ორ წელიწადში საპრეზიდენტო არჩევნებია და, მეორე მხრივ, თავად მიაღწია საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს. მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში 60 წლამდე ასაკის ადამიანს პრეზიდენტობის კანდიდატად არც კი განიხილავენ. მგონი, ეს ფაქტები შეგვახსენა მან და დანარჩენი დაკვნები, ალბათ, ჩვენ თავად უნდა გავაკეთოთ. ღარიბაშვილი აქ არაფერ შუაშია.

პარლამენტის თავმჯდომარე და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კარგი "სათადარიგო მოთამაშეა" და საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდება.

კომენტარები