უკანონო მოსმენები

უსუფაშვილი: ამ დღეების განმავლობაში უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ჭკუადამჯდარი

არჩევნებამდე დარჩა 10 დღე და, როგორც ჩანს, ამ 10 დღის განმავლობაში ჩვენ მოწმე გავხდებით ძალიან ბევრი ისეთი მოვლენის, გადაცემის, განცხადების, მოქმედების, რომელიც მიმართულია მოსახლეობის ემოციური ფონის გაზრდისკენ და ვიღაცას აქვს იმედი, რომ ამ ემოციური ფონით მიაღწევს წარმატებას. მინდა მივმართო მოქალაქეებს: 8 ოქტომბერს არჩევანი გავაკეთოთ ძალიან ბევრი რამის გამო და არა მხოლოდ იმის გამო, რასაც მოვისმენთ ამ დღეების განმავლობაში იმიტომ, რომ არჩევნების წინა დღეებში უკვე ძალიან რთულია ხოლმე იმის გარკვევა, თუ რა არის ტყუილი და რა არის მართალი, რა არის გამიზნული შავი პიარი, რა არის ჭეშმარიტების ძიების მცდელობა. ამიტომ, ყველას, ვისაც აზრად აქვს რაიმე დესტაბილიზაციის მცდელობა ან იმედი აქვს, რომ ამ ფონზე შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, უნდა ვუთხრათ ძალიან მყარად, რომ ამ დღეების განმავლობაში ვიქნებით განსაკუთრებით ჭკუადამჯდარი.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ვითომდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

კომენტარები