უკანონო მოსმენები

კახიძე: 8 ოქტომბერს კანონისა და კონსტიტუციის დაცვით გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას

რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ უნიჭოდ დამონტაჟებული ჩანაწერები დაატრიალოს იმიტომ, რომ ისინი ვერაფერს სთავაზობენ ამომრჩეველს, არ აქვთ არანაირი გეგმა, ყველა დაპირება შეუსრულებელია და ცდილობენ, რომ ამ მხრივ ამომრჩეველთა ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანონ. ნაციონალური მოძრაობა განაგრძობს მშვიდად წინასაარჩევნო კამპანიას და ჩვენ 8 ოქტომბერს კანონისა და კონსტიტუციის დაცვით გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას. შემდგომ შევუდგებით იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ხალხს აწუხებს. უმუშევრობა, სიღარიბე, მშენებლობის შეჩერება, გაუფასურებული ლარი - ესაა ის, რაც ხალხს აწუხებს და ამ ჩანაწერებით ხალხის ყურადღებას აქედან ვერ გადაიტანენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთარ კახიძე ტაბულასთან საუბარში, გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ვითომდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

კომენტარები