უკანონო მოსმენები

გვარამია ოპოზიციას: ხელს ნუ უწყობთ რუსთავი 2-ის დემონიზაციას

ოპოზიციურ სპექტრს მივმართავ განსაკუთრებით, რომ ხელს ნუ უწყობენ რუსთავი 2-ის დემონიზაციას. მე ვერავის ვერ ავუკრძალავ თავის შიდა დისკუსიებში ან თუნდაც ჩემთან საუბარში ისაუბრონ რ2-ზე და ჰქონდეთ მასზე ნებისმიერი წარმოდგენა, მათ შორის, როგორც საკუთარი ჯიბის ტელევიზიაზე ან რაღაცის მომამწიფებელზე და ა.შ, მაგრამ თავი შეიკავეთ თუნდაც თქვენს შიდა დისკუსიებში რ2-ის ხსენებისგან იმიტომ, რომ ჩვენ არაფერს არ ვაპირებთ ამ ქვეყანაში, გარდა არჩევნების სამართლიანად გაშუქებისა. ჩვენ არაფრის მომწიფებას არ ვაპირებთ ისევე, როგორც არ ვაპირებდით ბარიკადების აღმართვას. ჩვენ ამას მოვისმენთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მოვიქცევით ისე, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს და როგორც ამას ჩვენ ვთვლით საჭიროდ.

რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ვითომდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

კომენტარები