უკანონო მოსმენები

გვარამია: კანონიერი პროტესტის გზები ამ ქვეყანაში ჯერჯერობით დაშვებულია

ეგზიტპოლები [რომლის ჩატარებასაც რუსთავი 2 გეგმავს], ემსახურება ერთადერთ მიზანს - დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლების ხმები. ამის შემდგომ, თუ ჩვენი ეგზიტპოლი და ცესკო განსხვავებულ შედეგს დადებს და აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებამ მოიპარა არჩევნები და მოპარა ამომრჩევლებს ხმები, როგორ იმოქმედებენ პოლიტიკური პარტიები, ეს მათი პირადი გემოვნების საკითხია, იმედია, კანონთან შესაბამისობაში. თუმცა, უკანონობასთან დაკავშირებით არსებობს გამოსავალი, ეს გამოსავალი ძალიან კარგადაა გაწერილი კანონმდებლობაში და იციან სამართალდამცავმა ორგანოებმა, რომლებიც თვითონ ჩადიან ყოველდღიურად უკანონობას. მაგრამ კანონიერი პროტესტის გზები ამ ქვეყანაში ჯერჯერობით დაშვებულია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიტყვა რევოლუცია, მაგალითად ვარდების რევოლუციის კონტექსტში აკრძალული ქმედებაა, ძალიან ცდება. ეს არაა სახელმწიფო გადატრიალება, ესაა ხალხის მეშვეობით საარჩევნო ხმების დაცვა, რაც ამ ქვეყანაში დაშვებულია, ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. ამას საერთაშორისო კონვენციებიც ამბობს.

რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ვითომდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

კომენტარები