არჩევნები 2016

კუბლაშვილი: ბურჭულაძეს მხოლოდ საკუთარი ხელფასი აინტერესებს

ბევრი რამე შეიძლება, მოიგონოს პაატა ბურჭულაძემ, მაგრამ მემგონი, თვითონაც კი შერცხვა ეთქვა, რომ რაიმე მსგავსი საუბარი გვქონდა. არანაირი საუბარი არასდროს, არც დღეს, არც მანამდე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არ გვქონია. შესაბამისად, როგორც ჩანს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ფიქრობს, რა მოიტყუოს, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები თავისი პარტიის წევრების მიმართ, რომლებიც რაიონებში აგიტაციას ეწევიან მისი პარტიის სასარგებლოდ და მას აბსოლუტურად არ აინტერესებს ამ ადამიანების ბედი. მას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ხელფასი, მხოლოდ საკუთარი ფინანსები. ის პოლიტიკაში მოდის ფინანსებისთვის. ბევრი სხვადასხვა ჭორი მსმენია, მათ შორის მთავარი ჭორი იყო, რომ ნაციონალები გაერთიანდნენ ბურჭულაძესთანო და მიშა სააკაშვილის პროექტიაო, სხვები იძახიან რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტიაო. მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ჭორაობაა, რომელსაც არ უნდა ავყვეთ. გამოჩნდება, ვინ სად და როგორ არის

გირჩის წევრი პავლე კუბლაშვილი. შეგახსენებთ, რომ გირჩმა ბლოკი დღეს დატოვა

კომენტარები