არჩევნები 2016

კობახიძე: ბურჭულაძე მარიონეტია, ხან გვარამია აძლევს დავალებებს, ხან - სააკაშვილი

საერთოდ ან რისთვის შეიყარნენ, ან რისთვის გაიყარნენ. მე მგონია, რომ ბურჭულაძე ასრულებს დავალებებს, მარიონეტია სამწუხაროდ. ხან გვარამია აძლევს დავალებებს, რავიცი, ალბათ სააკაშვილიც აძლევს, რაღაც დავალებებს იღებს, როგორც ჩანს, მაგრამ ნაკლებ საინტერესოა ეს ყველაფერი. კომიკური სიტუაციაა უბრალოდ. ალბათ მხოლოდ თვითონ დარჩება ბოლოს ამ პარტიაში. ამ სისულელეზე [პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე, რომ გირჩს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს] პასუხს ვერ გაგცემთ.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ბლოკ სახელმწიფო ხალხისგან გირჩის გამოყოფაზე.

კომენტარები