არჩევნები 2016

ჯაფარიძე: მე, ზოგადად, ეგეთი ადამიანი ვარ, რომ ადამიანებს ვენდობი

ჩემთვის პირადად არ იყო ცნობილი [რომ პაატა ბურჭულაძეს ფინანსური ინტერესები ამოძრავებდა], მე ეგეთი რაღაცებით არ ვინტერესდები. ჩემი ნაწილი იყო პროგრამების შეჯერება, ერთიან პრინციპებზე, ღირებულებებზე და, მათ შორის, ერთიან ხედვებზე შეთანხმება. ამით ვიყავი დაკავებული. სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა რაღაცები აინტერესებს. მე არ დავინტერესებულვარ, ამ ადამიანს რა ამოძრავებდა. ჩემთან საუბრებში ეს ადამიანი ყველანაირად ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ქვეყანა აინტერესებს, მართლა რეფორმების გატარება უნდა და ა.შ. მე, ზოგადად, ეგეთი ადამიანი ვარ, რომ ადამიანებს ვენდობი. აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ - არა.

ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის თანადამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ბლოკის "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერზე, პაატა ბურჭულაძეზე.

კომენტარები