არჩევნები 2016

კობახიძე: ენმ-ის განცხადებები სასაცილოა, ჩვენ მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას

ნაცმოძრაობა გუშინ და დღეს აკეთებს აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს. ისინი აჭრილები არიან და მათი ეს პოზიცია გასაგებია. ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში, აგებენ არჩევნებს, ვერ აწყობენ რევოლუციას და არ იციან რა გააკეთონ. ბოკერიას და სხვების გაცხადებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორი შედეგებით დასრულდება ეს არჩევნები იქდან გამომდინარე, რომ ვატარებთ ჩვენს კვლევებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ანალიზი და ეს ანალიზი ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ არა მარტო გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, არამედ მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას. რაც შეეხება ნაცმოძრაობას, ისინი ძალიან სუსტად იქნებიან მაქსიმუმ წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში - სწორედ ამის გამო სწუხან ისინი.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ენმ-ის გაცხადებაზე, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები