ჰეროკრატია

ხაინდრავა: "ჰეროკრატია" მაღალი ხარისხის კინემატოგრაფიული პროდუქტია

მე მგონია, რომ კაი კინოა, ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ მაღალი ხარისხის კინემატოგრაფიული პროდუქტია. ძალიან მაღალია მსახიობების საშემსრულებლო ოსტატობა. მე უბრალოდ, აღფრთოვანებული ვარ, ნამდვილად არ ველოდი, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც ძალიან მწირი შესაძლებლობები გააჩნია ქართულ კინემატოგრაფს და ვთქვათ, ასპარეზი ქართველი მსახიობებისთვის მაინცდამაინც დიდი არ არის, ამხელა პოტენციალი თუ იყო ქართულ სახელოვნებო სფეროში (ვგულისხმობ სამსახიობოს)... ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა, რომ მსახიობების 80% არის რეგიონული თეატრებიდან, ეს არის პოტენციალი, რომელიც დევს რეგიონებში და ეს არის ის, რამაც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა. ისეთი სახეები შექმნეს ადამიანებმა, რომ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს რეალური კინო და დოკუმენტური კადრები ჰგონია... ეს არის აბსოლუტურად უნიკალური პროექტი, ასეთი მასშტაბის პროექტი საქართველოში არასოდეს განხორციელებულა, საბჭოთა დროსაც კი... 

რეჟისორი გოგა ხაინდარავა "ჰეროკრატიაზე".

კომენტარები