არჩევნები 2016

ბურჭულაძე: გირჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ შევცვლი

მე არ ვარ ის ადამიანი, რომ კინკლაობა და ჭორაობა დავიწყო და პასუხები გავცე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის თანხები მოდიოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. მეტსაც გეტყვით, თანხების გარდა, იქ იყო მთელი სქემა და თამაში, თუ როგორ შეიძლებოდა ჩვენ გარშემო ჩატარებულიყო სხვანაირი თამაში, რაც გაიშიფრა. ამიტომაც, ძალიან დროული იყო ის, რაც მე გადავწყვიტე იმიტომ, რომ მე ეს გადაწყვეტილება მივიღე 2 საათით ადრე. 2 საათით ადრე გახდა ცნობილი ზუსტად პიროვნებები მათი გუნდიდან, ერთმა პიროვნებამ ყველაფერი გვითხრა, თუ როგორ და რა სქემა კეთდებოდა. კონკრეტულად ვერაფერს ვერ გეტყვით, არ მინდა პიროვნებები დაგისახელოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა და ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

საარჩევნო ბლოკის "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე ბლოკიდან "გირჩის" გასვლის შესახებ.

კომენტარები