გირჩი და ბიძინა ივანიშვილი

კუბლაშვილი: ბურჭულაძისთვის პოლიტიკა ფინანსური მოგების საშუალებაა

გუშინ მოვისმინე ბატონი ბურჭულაძისგან, რომ თითქოს შევთავაზე მას კომუნიკაცია/შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. პირდაპირ შემიძლია, ვთქვა - ეს არის უსინდისო, მტკნარი ტყუილი. ეს მოგონილია იმისთვის, რომ წარმოაჩინოს ისე, თითქოს რაღაც მიზეზი იყო ჩვენთან კონფლიქტის, გარდა ფინანსური საკითხებისა, რომელსაც ის ითხოვდა. ვფიქრობ, იმ გუნდის პირველი პრობლემა არის პაატა ბურჭულაძე. ეს არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ ფინანსებზე ფიქრობს. პოლიტიკა მისთვის არის ფინანსური მოგების ნახვის საშუალება.

გირჩის წევრი პავლე კუბლაშვილი რუსთავი 2-თან პაატა ბურჭულაძეზე საუბრობს.

კომენტარები