შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: 2012 წელს ბრძოლა მოვიგეთ, ახლა ომი უნდა მოვიგოთ

საქართველოს მოსახლეობას ვეტყვი - ეს ცხრა დღეც მოვითმინოთ და დასრულდება, ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა 2012 წელს, ეს არ იყო არჩევნები, ეხლა ომი უნდა მოვიგოთ პირობითად, ესეც უნდა ვისწავლოთ, ბრძოლაში მაგრები იყვნენ ქართველები და ხშირად ომებს ვაგებდით, ხანგრძლივი დროის დაჭერა გვიჭირდა და ისტორიაში ბევრია ამის მაგალითები. ჩვენ ეს ოთხი წელიწადი ღირსეულად გავიტანეთ. ვერავინ დღეს ვერ იტყვის, რომ არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი, გარდა მათი აგონიური გამონათქვამებისა, იდეალური სიტუაციაა საარჩევნო, არავის თავში აზრად არ აქვს სახელისუფლებო გუნდიდან, რომ შეიძლება არჩევნებში რამე ყალბი მოხდეს, კარგი განწყობა აქვთ ევროპელებსაც და ამერიკელებსაც.

კომენტარები