შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: თუ მინაშვილი ერისთავივით უსარდლებს საქმეს, ხიფათი შეიძლება, გაიზარდოს

სხვათაშორის, ერთი ინფორმაცია, რაც მართლა შეიძლება, სახიფათო იყოს და შემაშფოთებელი, ყველა დიდი ქვეყნის სპეცსამსახურიდან მაქვს მიღებული, რომ თუ მართლაც გამართლდა და ეს ინფორმაცია გამოდგა და სიმართლესთან ახლოს იყოს, შეიძლება, ჩვენ მართლაც გაგვიჭირდეს და სერიოზული ხიფათი გველოდებოდეს. არის ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგება აკა მინაშვილი, და თუ ეს მოხდა, დაიძაბეთ, ჰო? აკა მინაშვილს ბარდება კოორდინცია, თუ აკა მინაშვილი როგორც თორნიკე ერისთავი უსარდლებს ამ საქმეს, მე მგონი, რომ ხიფათი მართლაც შეიძლება, გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხუმრობის დონეზეა, მხოლოდ უნდა ვიხუმროთ ამაზე და მეტი არაფერი.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, ფარული აუდიოჩანაწერის შესახებ, რომელშიც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ცნობისთვის, ენმ ჩანაწერს "უნიჭო მონტაჟს" უწოდებს.

კომენტარები