შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: აშშ-ის ინტერესის დაკარგვა ტრაგედია იქნება, ეს გათავისებული მქონდა

ბეწვის ხიდზე დავდიოდი, რომ ჩვენი პარტნიორები არ დაგვეკარგა. განწყობა იყო ასეთი, რომ საქართველო არის დემოკრატიის შუქურა და სამაგალითოდ ჰყავდათ საქართველო ევროპაში და ამერიკაში, რომ საქართველოში შენდება საოცარი დემოკრატია და ეს განცდა ჰქონდა ჩვენს პარტნიოებს და წარმოიდგინეთ დამოკიდებულება, მახსოვს, შოკში ვარდებოდნენ ჩემთან საუბრის შემდგომ, რომ თურმე კიდევ უნდა გაგრძელდეს პროცესები და შეიძლება, კიდევ ვინმე დაიჭირონ. აი, გაოგნებულები იყვნენ პარტნიორები და გულწრფელად გაოგნებულები იყვნენ. აბა, წარმოიდგინეთ, 90%-ს მათ ახსნა-განმარტებებში ვხარჯავდი ძირითადად შეხვედრებზე. ამავდროულად, ჩვენ ეს სტრატეგიული ჩვენი მიმართულება არ უნდა შევიცვალოთ, ჩვენი პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესის დაკარგვა საქართველოზე ტრაგედია იქნება ჩვენთვის, ეს მე გათავისებული მქონდა და დღესაც შემიძლია, საზოგადოებას შევახსენო - აშშ-მა რომ იმედგაცრუება ნახოს ჩვენს ქვეყანაზე და ინტერესები გაუცრუვდეს და შეუნელდეს, გარწმუნებთ, რომ ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები