ივანიშვილი: ადგილობრივებს სტალინით სიამაყეს ნუ წავართმევთ და ნუ გავაღიზიანებთ

“
ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ეთერში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.
ეს ხალხი სტალინში ფაშიზმის დამარცხების სიმბოლოს ხედავს. აქაურმა კაცმა რომ მოახერხა და... თუ უნდა, ანეკდოტსაც მოვყვები, გივი ბერიკაშვილის მოყოლოლი ანეკდოტი მაქვს: კონკურსი ჩატარდა სტალინზე, ვინ უფრო მაგარ რამეს იტყოდა სტალინზე და მოიგო კახელმა. დაბრუნდა სოფელში და სოფლელები ეკითხებიან - ბიჭო, რა თქვი ესეთიო ამ სტალინზეო? - რა ვთქვიო და როგორც ნახევრადსავსე ტიკიო, ისე აჭანჭყარებდა მთელ მსოფლიოსო 20 თუ 30 წლის განმავლობაშიო. ადგილობრივებს რომ სიამაყე აქვთ იმით, რომ სტალინი ამავდროულად მოვლენილია, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო, ამას ხალხს ნუ წაართმევთ და ზედმეტად ნუ გავაღიზიანებთ.
”
მოკლე ბმული:
კომენტარები