არჩევნები 2016

ივანიშვილი: ანეკდოტი: ბურჭულაძემ დამკრძალავი ბიურო შექმნა, წრეს არტყამენ და მოდიანო

ქართველები მართლა ნიჭიერი ხალხი ვართ. გინესის ავტორები გვყავს, რამდენიც გნებავთ. მარგველაშვილი გინესის წიგნში შევიდა - მოვიდა თუ არა, საკუთარ გუნდს დაუპირისპირდა, ბურჭულაძემაც მაგარი რეკორდები დაამყარა. ამხელა იუმორი პოლიტიკაში, მემგონი, არავის შემოუტანია. ასე მოკლე დროში კაცმა თავი გაიფარჩაკოს, იშვიათია. სერიოზულად მის გამონათქვამებს ვერ ვუპასუხებ, მხოლოდ ღიმილით. ოდესღაც მან ჩემი მოწოდებები გაითვალისწინა, რომ არ იცრუოს, მაგრამ საოცრებებს აკეთებს ყოველდღე. ანეკდოტი დადის - პარტია შექმნაო თუ დამკრძალავი ბიუროო. წრეს დაარტყამენ, მიდიან და გამოდიან. ყველას უნდა, ოპონენტად ნახოს ივანიშვილი. გარკვეული იმიჯი მაქვს საზოგადოებაში და ნაცვლად იმისა, რომ ნათელაშვილს ეკამათონ, მაინცდამაინც ივანიშვილზე უნდათ, სწორება გააკეთონ. ასე უნდათ, რომ იმიჯი გაიუმჯობესონ.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ეთერში პასუხობს კითხვას, პაატა ბურჭულაძის ნათქვამზე მის მიერ გირჩის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

კომენტარები