არჩევნები 2016

ბოკერია ბიზნესზე ზეწოლაზე: გუნდში მაკონტროლებელი ინსტინქტის ნაკლებობა აღარ იქნება

ვთვლი, რომ [2008-11 წლებში ბიზნესზე ზეწოლა] ხდებოდა. კითხვაში წლები მეტ-ნაკლებად სწორად არის გამოყოფილი, ეს იყო ეკონომიკური კრიზისის დროს, რუსეთთან ომის შემდეგ, როცა პრობლემები უფრო მწვავედ დადგა. გადასახადების დამალვის ნიშნებიც იყო... მაგრამ, არაფერი არ ამართლებს იმას, რაც იყო ყველაზე დიდი პრობლემა, რომ როგორც ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ამ საქმით, ისე პროკურატურაც, რომელიც ხშირად იყო ხოლმე ჩართული ამ პროცესში, რაც ძალიან არასწორი იყო, იყო საკმაოდ უკონტროლო, არ არსებობდა ეფექტური მექანიზმი სასამართლოს სახით, ვინც ამას გააკონტროლებდა. აქედან გამოსავალი არის ის, რასაც ვგეგმავთ - სასამართლო სისტემის რეალური გაძლიერება, ბიზნესდავებთან დაკავშირებით პირდაპირი შესაძლებლობა საერთაშორისო არბიტრაჟში წასვლის და სისხლის სამართლებრივ დევნაზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება. პლუს, ძალიან წინააღმდეგობრივი ნაბიჯი უცხოელი მოსამართლეების ინკორპორაცია ჩვენს სასამართლო სისტემაში. მაგრამ ამ ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენ ისეთი მანდატი, როგორიც გვქონდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, აღარ გვექნება და ის პოლიტიკური ვითარებაც არ არის ჩვენი პარტიის შიგნით და გარეთაც ანუ ამ საფრთხის საწინააღმდეგო გარანტიები უნდა იყოს როგორც ინსტიტუციონალური, ისე წმინდა წყლის პოლიტიკური კლიმატის თვალსაზრისით. მე მჯერა რომ იმ გუნდში, რომლითაც ახლა ნაციონალური მოძრაობა მოდის, განსაკუთრებით ახალ შემატებულ ხალხში, აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ იგივე ტიპის ნაკლებობა იყოს მაკონტროლებელი პოლიტიკური ინსტინქტის. ამის ღრმა რწმენა მაქვს და კატასტროფად მიმაჩნია თუ იმის მეათედი პრობლემა შეიძლება გაჩნდეს, ეს პოლიტიკურად იქნება მყისიერი შედეგების მომტანი ნაციონალური მოძრაობისთვის არჩევნების შემდეგ.

ერთიანი ნაციოალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით fb live-ში.

კომენტარები