არჩევნები 2016

ბოკერია: აღმასრულებელი ხელისუფლება ახალი წევრებით უნდა დავაკომპლექტოთ

ჩვენი ძალა არის იმაში, რომ ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი ლიდერი გვყავს, ნაწილი, სამწუხაროდ ციხეში, პრეზიდენტი სააკაშვილი დევნილობაში, და ადგილზე გვყავს ახალი ლიდერები, რომლებიც არიან ჩვენი სიის ათეულში და რომლებსაც ადამიანები იცნობენ. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის უდავო უპირატესობა ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან. რაც შეეხება პრემიერმინისტრობას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიხეილ სააკაშვილი ტექნიკურად ვერ გახდება პრემიერმინისტრი, იმიტომ, რომ მას ამ სამარცხვინო დევნის შედეგად ჩამოართვეს მოქალაქეობა, ასე რომ სანამ მთავრობა არ შეიცვლება, ის პრემიერმინისტრი ვერ იქნება. პირადად მე ღრმა რწმენა მაქვს და ამაზე მიდის დისკუსია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა დავაკომპლექტოთ ახალი წევრებით, იმ ადამიანებით, ვინც პარტიულ პოლიტიკურ ცხოვრებას ახლა შემოურთდა. ვთვლი, რომ ეს არის სწორი გზა საქართველოსთვის.

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია FB live-ში კითხვაზე - მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება თუ არა ქვეყნის პრემიერმინისტრად.

კომენტარები