არჩევნები 2016

ბოკერია: არჩევნებს ვერ გააყალბებენ, რადგან ვიქნებით ყველა საარჩევნო უბანზე

არჩევნებს ვერ გააყალბებენ. ქართული ოცნება წააგებს ამ არჩევნებს და ჩვენ მოვიგებთ. იმიტომ, რომ ასეთია საზოგადოების განწყობა, ეს ერთი. მეორე - ჩვენ გვაყავს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, განსხვავებით სხვა პოლიტიკური პარტიებისგან, თუ ყველასგან არა. იმ ტიპის ზეწოლა, როგორიც ამ ადამიანებმა განიცადეს ამ 4 წლის განმავლობაში და ენმ-ში არიან... ვერაფერი ვერ დაგვაკლეს. არჩევნები ვერ გაყალბდება ვერსად, სადაც არის ძლიერი ორგანიზაცია ადგილზე, ოლქებში და ყველა საარჩევნო უბანზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია fb live-ში.

კომენტარები