[კრიმინალის ზრდა] ტყუილია, ეს ყველაფერი თქვენი მოგონილია... მათქმევინეთ ერთი წუთით რა, რა დაგემართათ, როგორ თუ კითხვა არ დაგისვამთ, მე უკვე ვიცი, რა კითხვას მისვამთ და ჩამოყალიბდით. თქვენ იწყებთ ნარატივით, რაც არის ჩერგოლეიშვილის დაწერილი თქვენთვის, რომ ქვეყანაში არის გაზრდილი კრიმინალი, ეს არის თქვენი მოგონილი, აბსოლუტურად, თქვენი მოგონილია თავიდან ბოლომდე, არც ერთი შეფასება, არც ერთი საერთაშორისო რეიტინგი ამას არ ადასტურებს. [იმ შემთხვევაში, თუ გაზრდილია კრიმინალი] რა თქმა უნდა, ეკისრება პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებას, ისევე როგორც აუცილებლად აეკისრებოდა და დაეკისრებოდა იმ ხელისუფლებას, რომლის მეხოტბეებიც თქვენ ხართ, ყველა იმ კრიმინალზე პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში, აუცილებლად დაეკისრება, გასაგებია?
tbl.ge/1wy3
დაკოპირდა
ქართული ოცნების დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ტაბულას კითხვაზე - კრიმინალის ზრდაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თუ არა ხელისუფლებას. აღსანიშნავია, რომ NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48 % ფიქრობს, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა.
ამავე თემაზე
- POG: დაკავებულია 4 პირი, მათ ევროპის ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს (VIDEO)
- პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა $2 000-ის სანაცვლოდ ყალბი ფორმა N100 გასცეს - სუს
- ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
- ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღებისთვის 4 პირი დააკავეს
- ბოლნისში შშმ პირის ცხედარი იპოვეს – გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო