რომის პაპის ვიზიტი საქართველოში

პატრიარქი - პაპს: ჩვენი ორი სამოციქულო ეკლესია დაარსებულია ძმების მიერ

თქვენო უწმიდესობავ, რომის პაპო, ფრიად საყვარელო ძმაო ქრისტეში, ფრანცისკე პირველო. მოხარული ვარ, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ამით აგრძელებთ იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რომელსაც სათავე დაედო პირველ საუკუნეში. ჩვენი ორი ეკლესია, უძველესი სამოციქულო ეკლესიებია. რომის ეკლესია დაარსებულია პეტრე მოციქულის მიერ, ხოლო საქართველოს ეკლესია დაარსებულია ანდრია პირველწოდებულის მიერ. ისინი ძმები იყვნენ. და ეს ურთიერთობა ჩვენი, მომდინარეობს ამ ძმური სიყვარულიდან

განაცხადა ილია მეორემ, საქართველოს საპატრიარქოში, პაპი ფრანცისკეს ოფიციალური მიღებისას

კომენტარები