რომის პაპის ვიზიტი საქართველოში

პაპი - პატრიარქს: მსურს, გულწრფელად ვუმეგობრო თქვენს ქვეყანასა და მის ძვირფას ხალხს

ქართველ ხალხს სჩვევია ვაზის ნაჟურით შესვას მისთვის ყველაზე ძვირფასი ფასეულობების სადღეგრძელო. სიყვარულთან ერთად, რომელიც აღგვამაღლებს, აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია მეგობრობას. „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია" – შეგვახსენებს პოეტი (რუსთაველი, „ვეფხისტყაოსანი", სტროფი 847). მსურს გულწრფელად ვუმეგობრო თქვენს ქვეყანასა და მის ძვირფას ხალხს, რომელიც არ ივიწყებს მიღებულ სიკეთეს და რომლის სტუმართმოყვარე ბუნება სრულად მიესადაგება იმედით აღსავსე მის ცხოვრების წესს, მიუხედავად უამრავი სირთულისა. ეს დადებითი სულისკვეთებაც ხომ რწმენიდან იღებს სათავეს. სწორედ ამიტომაც შესთხოვენ ღმერთს სადღეგრძელოში სუფრასთან მსხდომი ქართველები საყოველთაო მშვიდობას და მტრებსაც კი არ ივიწყებენ.

განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ საქართველოს საპატრიარქოში ვიზიტისას.

კომენტარები