რომის პაპის ვიზიტი საქართველოში

პაპი - პატრიარქს: მოწოდებულნი ვართ მშვიდობითა და და მიტევებით ვძლიოთ ჩვენს მტრებს

დიახ, მოწოდებულნი ვართ მშვიდობითა და და მიტევებით ვძლიოთ ჩვენს ნამდვილ მტრებს, უხორცოსა და უსისხლოს – ბოროტ სულებს ჩვენს გარეთ და ჩვენ შიგნით (შდრ. ეფეს. 6, 12). ეს მიწა მდიდარია მამაცი, სახარებისეული გმირებით, რომელთაც წმიდა გიორგის მსგავსად, სძლიეს ბოროტებას; უამრავი ბერ-მონაზონით, და განსაკუთრებით, უამრავ წამებულით, რომელთა სიცოცხლემაც „სარწმუნოებითა და მოთმინებით" (იოანე საბანისძე, „აბოს წამება", III) გაიმარჯვა, გაიარა ტკივილის საწნახელში, არ განეშორა უფალს და ამგვარად გამოიღო აღდგომის ნაყოფი, მორწყა რა ქართული მიწა სიყვარულისთვის დაღვრილი სისხლით. დაე, მათმა შუამდგომლობამ მოჰგვაროს შვება უამრავ ქრისტიანს, რომლებიც დღესაც იდევნებიან და ეწამებიან მთელს მსოფლიოში, და გააძლიეროს ჩვენში კეთილი სურვილი ძმური ერთობისა მშვიდობის სახარების გასაცხადებლად.

განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ საქართველოს საპატრიარქოში ვიზიტისას.

კომენტარები