საკონსტიტუციო სასამართლო

ვარძელაშვილი: სიამაყის საფუძველს არ მაძლევს ბოლო მოვლენები საკონსტიტუციოში

ჩემთვის ძალიან საამაყოა ყველა ის გადაწყვეტილება, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდი ჩემს კოლეგებთან ერთად, თუმცა სიამაყის საფუძველს არ მაძლევს ბოლო მოვლენები, რომლებიც განვითარდა საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ შორის ის, რომ პლენუმმა ვერ შეძლო ვერც ერთ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ეხება ე.წ კაბელების საქმეს და გიგი უგულავას საქმეს. რუსთავი2-ის ვერც ერთი საქმე ვერ იქნა გადაწყვეტილი, რომელიც განიხილა პლენუმმა მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი. მას უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა

კომენტარები