რომის პაპის ვიზიტი

პაპი: ღვთიური ნუგეშის ადამიანებამდე მიტანა - აი, ეკლესიის ყველაზე საშური მისია

უამრავი ადამიანი იტანჯება, განიცდის შევიწროებასა და უსამართლობას, შფოთვებს შეუპყრია. მის გულს მალამო სჭირდება, უფლისეული ნუგეში, რომელიც გასაჭირიდან სრულად ვერ დაიხსნის, მაგრამ აღავსებს სიყვარულის ძალით, რომელიც ტკივილს მშვიდობიანად გადაატანინებს. ღვთიური ნუგეშის მიღება და ადამიანებამდე მიტანა - აი, ეკლესიის ყველაზე საშური მისია. ეს მოწოდება უნდა გავითავისოთ, ძვირფასო ძმანო და დანო, და არა ის, რომ გავქვავდეთ ჩვენ ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, ანდა დავღონდეთ იმ ზოგიერთი უთანხმოების გამო, ჩვენს შორის რომ იჩენს თავს. ცუდია, როცა ჩაკეტილ საეკლესიო მიკროკლიმატს ვეგუებით. კარგია, როცა ვრცელ და იმედმომცემ ჰორიზონტებს ვეზიარებით, თავმდაბალი გაბედულებით ვაღებთ კარს და გავდივართ საკუთარი თავიდან.

რომის პაპი ფრანცისკე მიხეილ მესხის სტადიონზე, წმიდა წირვის აღსრულებისას.

კომენტარები